ვალესა და გარდაბანში დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 2017-03-07 18:31:00

 საბაჟო გამშვებ პუნქტებში „ვალე“ და „გარდაბანი“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები  „LYRICA“  (627 აბი), ALPRAZOLAM (652 აბი) და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი „ACETAMINOFEN KODEINE-EXIR“ (20 აბი) აღმოაჩინეს.

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.