ზუგდიდში ნიღბიანებმა ოჯახი დააყაჩაღეს

საქართველო, თბილისი - 2017-03-07 17:51:00

ზუგდიდში, ტოლსტოის ქუჩაზე მცხოვრები ერთ-ერთი ოჯახი ორმა ნიღბიანმა პირმა დააყაჩაღა.

მეზობლების ინფორმაციით, ოჯახიდან 2000 ლარი წაიღეს.

საქმე სსკ-ის 179-ე მუხლითაა აღძრული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.