რუსთავში, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, გაზით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 2017-03-05 13:05:00

რუსთავში, ბალანჩივაძის ქუჩაზე საკუთარ ბინაში, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ორივე მათგანი გაზის გაჟონვის შედეგად დაიღუპნენ. ისინი სტუმრად მისულმა ნათესავმა აღმოაჩინა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.