ბათუმში საცხოვრებელ სახლში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 2017-03-04 14:14:00

ბათუმში საცხოვრებელ სახლში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მეზობლებმა ჩამომხრჩვალი ნახეს. ადგილზე სამართალდამცავი ორგანოებისა და სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვლილის ცხედარს შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდება.