ისე აწყობენ საქმეს, ყველაფერს მაგას გადააბრალებენ - ,,რუსთავი 2” მეუფე პეტრესა და უცნობ პირს შორის მიმოწერას აქვეყნებს

საქართველო, თბილისი - 2017-02-28 18:51:00

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ პროკურატურაში დაკითხვაში შესვლამდე კურიერს მისი სატელეფონო მიმოწერის ამსახველი ფოტომასალა მიაწოდა. ,,რუსთავი 2“ - ში აცხადებსნ, რომ ტექსტური შეტყობინებების მიხედვით, უცნობი პირი მეუფე პეტრეს "თავის შეკავებას" ურჩევს.

რუსთავი 2-ის გავრცელებულ მიმოწერას უცვლელად გთავაზობთ:

-  მეუფეო ძალიან ნაცნობმა ადამიანმა სმს-ი გამომიგზავნა და მთხოვა, გადმომეცა თქვენთვის, გიგზავნი დაკოპირებულ სმს-ს.

გადაეცი ჩემგან და სთხოვე მაქსიმალურად თავი შეიკავოს, თორემ ისე აწყობენ საქმეს, ყველაფერს მაგას გადააბრალებენ...

მეუფე პეტრე: არაა პრობლემა! ნეტარ არიან მართალნი და სიმართლისათვის დევნილნი.

მეუფე პეტრე: გამწირონ, გვირგვინს დამადგამენ. შეეწიოს საქართველოს.

მეუფე პეტრე: დიდება უფალს. მძიმე რაა ნეტარება :)

მეუფე პეტრე: ეკლესიას ჭირდება მართალი და პრინციპული ადამიანები და არა ....

მეუფე პეტრე უკვე 3 საათზე მეტია, რაც დაკითხვაზე იმყოფება.