საქართველოს პრეზიდენტი ყატარის სახელმწიფოს ეწვევა

საქართველო, თბილისი - 2009-11-02 19:54:00

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით სპარსეთის ყურეში, ყატარის სახელმწიფოს ეწვევა.  

საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს დელეგაციის ვიზიტი დოჰაში 3 ნოემბერს დაიწყება და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მთავრობის წარმომადგენლების გარდა, სააკაშვილი შეხვდება პოტენციურ ინვესტორებსაც. შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტი შეეცდება კატარელი ბიზნესმენები საქართველოში ინვესტიციის დაბანდებაზე დაითანხმოს.

შეგახსენებთ, რომ ყატარი მსოფლიოში ენერგორესურსების ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია.