კობა დავითაშვილს დედაქალაქის მერობა სურს

საქართველო, თბილისი - 2009-11-02 18:06:00

"ხალხის პარტიის" ლიდერ კობა დავითაშვილს დედაქალაქის მერობა სურს. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე დავითაშვილმა საჯარო განცხადება დღეს გააკეთა.

"ვაპირებ მონაწილეობა მივიღო თვითმმართველობის არჩევნებზე და ჩემი კანდიდატურა თბილისის მერის პოსტზე დავაყენო", - განუცხადა დავითაშვილმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ დავითაშვილი მეორე კანდიდატია, რომელმაც დედაქალაქის მერობის სურვილი გამოთქვა. ამ პოსტისთვის ბრძოლას "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ალასანიაც აპირებს.