ხვალ თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ შემაჯამებელი წინასაარჩევნო შეკრება გაიმართება

საქართველო, თბილისი - 2016-10-04 18:00:00

თბილისში „ვარდების მოედანზე“ ხვალ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემაჯამებელი წინასაარჩევნო შეკრება გაიმართება. 
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ღონისძიება 16:00 საათზე დაიწყება და მას მთელი საქართველოდან ამომრჩევლები დაესწრებიან. 
შეკრებილებს სიტყვით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მიმართავენ. შეკრების შემდეგ გაიმართება მსვლელობა „ვარდების მოედნიდან“ რუსთაველის გამზირისკენ, რომელიც პარლამენტის შენობასთან დასრულდება.