მუხრან ვახტანგაძე: 8 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიმარჯვებს

საქართველო, თბილისი - 2016-09-23 17:44:00

“2 კვირაში საქართველოში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, 8 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიმარჯვებს, ჩვენ კი თქვენთან ერთად დავიწყებთ ქვეყნის სწრაფ განვითარებაზე ზრუნვას, რათა თითეულმა საქართველოს მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა“ ამ სიტყვებით მიმართა მორიგ შეხვედრაზე 70-ე ოლქის მაჟორიტარ კანდიდატმა საქართველოს პარლამენტში მუხრან ვახტანგაძემ პეტრე იბერის ქუჩის ამომრჩევლებს.
შეხვედრაზე მუხრან ვახტანგაძე ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო, პასუხები გასცა მათ მიერ დასმულ კითხვებს და შესაძლებლობის ფარგლებში ამომრჩევლებს დაპირდა არსებული სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლას.
“ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ წინსვლას და ახლა სწრაფი განვითარების დროა. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, ვგეგმავთ განვახორციელოთ შემდეგი:
განათლება და მეცნიერება
• 2017 წლიდან დაინერგება ახალი სასკოლო პროგრამები და სახელმძღვანელოები;

   საკუთარ პროფესიებში წარმატებული ადამიანები ჩაერთვებიან;