24-25 მაისს, ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-2 საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი კონცერტები გაიმართება. საღამოზე შესრულდება გამოჩენილი ქართველი დირიჟორისა და კომპოზიტორის სიმღერები, რომელთა არანჟირება სპეციალურად ამ კონცერტისთვის გაკეთდა. მსმენელის წინაშე წარდგებიან თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ანსამბლი ,,რუსთავი“, ეკა მამალაძე და ვახტანგ კახიძე. პროექტი განხორციელდა თბილისის განათლებისა და კულტურის ცენტრის ინიციატივითა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელშეწყობით.
ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-2 საერთაშორისო ფესტივალი 12 მაისს გაიხსნა ლეგენდარილი ჯგუფის Take6-ის კონცერტით. 2016 წლის ფესტივალის პროგრამაში ასევე იყო ჯაზის ლეგენდა ივან ლინსი.
ფესტივალი, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო პროექტის - „Check In Georgia“ ფარგლებში, 2015 წელს ჯანსუღ კახიძის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაფუძნდა. მისი პროგრამა აგებულია თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და პოპულარული მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავების შემოქმედებით სინთეზზე და განკუთვნილია ყველა ჟანრის მუსიკის მოყვარულთათვის.
ფესტივალის წარმდგენები არიან:
ფესტივალის მხარდამჭერები: