ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 31 ოქტომბრის სხდომის შედეგები გამოაქვეყნა

საქართველო, თბილისი - 2009-10-31 16:05:00

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 31 ოქტომბრის სხდომის შედეგები გამოაქვეყნა.

სხდომაზე, №15 ლაგოდეხის, №30 კასპის და №59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებად, ზურაბ ნატროშვილი, თეიმურაზ მურადელი და გელა თუთბერიძე აირჩია.

ამავე სხდომაზე, კომისიამ №6 სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს შ. ვეფხვაძეს პირადი განცხადების საფუძველზე ვადამდე შეუწყვიტა უფლებამოსილება.

აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადდა კონკურსი. კონკურში მონაწილეობის მსურველებმა, კომისიას 2 ნოემბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით უნდამიმართონ.