ბელორუსიის გენპროკურატურამ ყირგიზეთიდან ყურმანბეკ ბაკიევის გადაცემასთან დაკავშირებით დოკუმენტები მიიღო

საქართველო, თბილისი - 2010-05-21 12:49:00

ბელორუსიის გენერალურმა პროკურატურამ ყირგიზეთიდან ექს-პრეზიდენტის ყურმანბეკ ბაკიევის გადაცემასთან დაკავშირებით დოკუმენტები მიიღო.

ამის შესახებ "ინტერფაქსი" ბელორუსიის გენპროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება.

მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის აღნიშნული საბუთები მინსკში, გენერალურ პროკურატურაში უკვე მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთში 6-7 აპრილს მომხდარი არეულობის შემდეგ ქვეყნის მმართველობა დროებითმა მთავრობა აიღო, რომელსაც ყირგიზეთის საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი როზა ოტუმბაევა ხელმძღვანელობს. ყოფილი პრეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევი ამ დროისთვის თავს ბელორუსიას აფარებს. ყირგიზეთში მომხდარი შეტაკების დროს 90 ადამიანზე მეტი დაიღუპა.