სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე. წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს 16 მოქალაქის გათავისუფლებას ადასტურებს და საგანგებო განცხადებას ავრცელებს."სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე უკანონოდ შემოღწეული საქართველოს მოქალაქეები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან გააძევეს", _ იუწყება ე. წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო.
შეგახსნებთ, რომ ოსმა სეპარატისტებმა გუშინ ასევე "გააძევეს" "თავიანთი ტერიტორიიდან" მათ მიერ გატაცებული საქართველო 5 მოქალაქე.