მდინარე ჭოროხის მიმდებარედ, ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 2016-01-31 14:04:00

ხელვაჩაურში, მდინარე ჭოროხის მიმდებარედ, ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. ცხედარი ადგილობრივებმა დღეს, დილით აღმოაჩინეს.

ამ დროისათვის ცხედარი გადასვენებულია ბათუმის პროზექტურაში და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.