მგზავრი დეკლარირების წესის დარღვევის გამო დაჯარიმდა

საქართველო, თბილისი - 2016-01-27 14:20:00

საბაჟო გამშვები პუნქტის „წითელი ხიდის“ კონტროლის ზონაში ოქროს ნაკეთობების კანონის დარღვევით შემოტანის ფაქტი გამოავლინეს 22 იანვარს მებაჟე ოფიცრებმა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აზერბაიჯანის მოქალაქე გ.ა.-ის კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მათ საერთო წონით 73,99 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 10700,14 ლარი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, პირს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 10700,14  ლარის ოდენობით.