შსს-მ გარდაბანში ე.წ. „ბიო“ ამოიღო

საქართველო, თბილისი - 2016-01-27 09:03:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ელნურ გ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, გარდაბნის რაიონის სოფელ გაჩიანში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ქაღალდში შეხვეული 0,38 გრ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - ე.წ. „ბიო“ ამოიღეს, რომელიც კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიეკუთვნება. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით).