ჰოლანდიის სასამართლომ ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილ 9 პირს განაჩენი გამოუტანა. მათ 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2 მათგანს სასჯელი დაუსწრებლად მიესაჯა. ისინი ამჟამად სირიაში იმყოფებიან. მსჯავრდებულთა შორის ერთი ქალია.