ი.ციციშვილის სახელობის „ბავშვთა ახალი კლინიკა“ ჩხოროწყუში პაციენტების უფასო გასინჯვებს გამართავს

საქართველო, თბილისი - 2015-12-04 17:49:00

5 და 6 დეკემბერს „ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის“ სხვადახვა პროფილის პედიატრები ჩხოროწყუს და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას უფასო კონსულტაციებს ჩაუტარებენ.

თბილისიდან მოწვეული 20-მდე სხვადასხვა პროფილის ექიმი 2 დღის განმავლობაში პაციენტებს კონსულტაციებს გაუწევენ. ბავშვთა-ქირურგის, პედიატრის, ნევროლოგის, ტრავმატოლოგის, ოფთალმოლოგის, კარდიოლოგის უფასო გასინჯვები 10 საათზე დაიწყება და 18 საათამდე გაგრძელდება.   საჭიროების შემთხვევაში მძიმე პაციენტებს შესაბამისი მკურნალობა და გამოკვლევები თბილისში „ბავშვთა ახალ კლინიკაში“ ჩაუტარდებათ.