ფრანსუა ოლანდმა ირაკლი ღარიბაშვილს COP21-ში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველო, თბილისი - 2015-11-30 18:40:00

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციაში (COP21) მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საფრანგეთის პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა კონფერენციის ფარგლებში, პარიზში გაიმართა.

ირაკლი ღარიბაშვილი COP21-ში საფრანგეთის პრეზიდენტის პირადი მიწვევით მონაწილეობს.