თარგამაძე შოთაძეს: თქვენ ჩადენილი გაქვთ დანაშაულებები და შეუფერებელი ხართ თანამდებობისთვის

საქართველო, თბილისი - 2015-11-26 17:13:00

„თქვენ ჩადენილი გაქვთ სამოხელეო და სისხლის სამართლებრივი დანაშაულებები და შეუფერებელი ხართ, ამ კონკრეტული თანამდებობისთვის“, - ასე მიმართა ოპოზიცინერმა დეპუტატმა, გივი თარგამაძემ მთავარი პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს.

როგორც უმცირესობის სხდომაზე თარგამაძემ განაცხადა, ირაკლი შოთაძე - ხელისკაცის ხელის კაცია.

„ბატონო ოთარ - ასე მოგმართავთ, რადგან თქვენ ხართ ფარცხალაძის ხელის კაცი, რომელიც ივანიშვილის ხელისკაცია. თქვენი წარდგენა არის ფიქციის გაგრძელება. რამდენად აცნობიერებთ, რომ დანაშაულებრივი მმართველობის დაჯგუფების მონაწილე ხართ, რომლის წევრები არიან - უჩა მამცაშვილი, ბერა, ადიკო ივანიშვილი და ოთარ ფარცხალაძე“, - მიმართა შოთაძეს თარგამაძემ.