ვაკე-საბურთალოს მეხუთე განყოფილებაში სამართალდამცავებმა ადვოკატი სცემეს

საქართველო, თბილისი - 2015-11-08 13:14:00

ვაკე-საბურთალოს მეხუთე განყოფილებაში სამართალდამცავებმა ადვოკატი გიორგი მდინარაძე სცემეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელების გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ადვოკატმა თავისი დაცვისქვეშ მყოფ არასრულწლოვანს, დუმილის უფლების გამოყენება ურჩია.

მდინარაძე ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.