„რუსთავი 2“-ის მხარდამჭერები ღამის გათენებას ტელეკომპანიის ეზოში გაშლილ კარვებში აპირებენ

საქართველო, თბილისი - 2015-10-22 17:24:00

რუსთავი 2“-ის მხარდამჭერები ღამის გათენებას ტელეკომპანიის ეზოში გაშლილ კარვებში აპირებენ. ტელეკომპანიის ეზოში კარვები და გასაშლელი საწოლებია მიტანილი.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ „რუსთავი 2“-ის ეზოში საწოლებისა და ლეიბების მიტანა მათი მოთხოვნით მოხდა. მათი განცხადებით, ტერიტორიაზე ისინი „რუსთავი 2“-ის დასაცავად იმყოფებიან. ღამის გასათევად საჭირო ნივთები კი, მათ მოქალაქეებმა მიაწოდეს. 

,,თავისუფალი ზონისა” და „რუსთვი 2“-ის სხვა მხარდამჭერები, ტელეკომპანიის ეზოში რჩებიან.