მოძრაობა "7 ნოემბერი" საპროტესტო აქციას გამართავს

საქართველო, თბილისი - 2009-10-30 09:55:00

 მოძრაობა "7 ნოემბერი" 7 ნოემბერს, პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიაში შესაბამის განაცხადს დღეს შეიტანს.

ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ჯაბა ჯიშკარიანმა განუცხადა.

მისი განმარტებით, დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით მოძრაობის ლიდერები ირაკლი კორძაია და დაჩი ცაგურია თბილისის მერიაში განაცხადს 13:00 საათზე დატოვებენ.

შეგახსენებთ, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების ორი წლის თავზე, დედაქალაქში პოლიტიკური პარტიების გარდა საპროტესტო მიტინგის გამართვას აღნიშნული მოძრაობაც გეგმავს.