ძლიერი წვიმების შემდეგ კახეთი სეტყვამაც დააზარალა

საქართველო, თბილისი - 2010-05-07 11:20:00

ძლიერი წვიმების შემდეგ კახეთი სეტყვამაც დააზარალა.

თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში ხეხილის, ბოსტნეულის, მარცვლოვანი კულტურისა და ვენახების თითქმის 80 % განადგურებულია.

ძლიერი სეტყვა სოფელში ნახევარ საათს გაგრძელდა. ზარალის ოდენობას სპეციალურად შექმნილი კომისია შეისწავლის.