ავთანდილ კვეზერელი - კოპაძეს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადაეცა

საქართველო, თბილისი - 2015-10-09 08:28:00

ჯანდაცვის მინისტრმა პედიატრი ავთანდილ კვეზერელი - კოპაძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. 65 - წლიანი საქმიანობის განმავლობაში ექიმმა-პედიატრმა მილიონობით ბავშვს უმკურნალა და არაერთი სამეცნიერო ნაშრომი გამოსცა. ავთანდილ კვეზერელი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პედიატრიის ინსტიტუტის ბავშვთა ჰემატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, ღირსების ორდენის კავალერია.