ქუთაისის მერიის წინ მოშიმშილეები რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ

საქართველო, თბილისი - 2015-10-04 10:47:00

ქუთაისის მერიის წინ ამ წუთებში 5 ადამიანი შიმშილობს. ისინი რუსთავი 2-ი მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული პირების გათავისუფლებას მოითხოვენ.

მოშიმშილეები აცხადებენ, რომ შიმშილობას მანამდე არ შეწყვეტენ, სანამ არ გაათავისუფლებენ დაკავებულ 3 პირს.

რუსთავი 2-ის მხარდამჭერები - ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახა გაბუნია - გუშინ დააკავეს. მათ ბრალი 239-ე მუხლის მეორე ნაწილით წაუყენეს რაც ხულიგნობას გულისხმობს და  4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.