ერთ ვიტამინს შეუძლია ძილი  ” HD ფორმატში"გადაიყვანოს

საქართველო, თბილისი - 2015-09-28 13:10:00

ავსტრალიელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ  ძილის წინ ვიტამინის მიღებით ადამიანი უზრუნველყოფს სიზმარს” HD ფორმატში".

მეცნიერებმა სცადეს შეეფასებინათ ვიტამინ B6-ის გავლენა გააზრებულ სიზმარზე, კერძოდ -მის სიმკვეთრეზე.

კერძოდ, კვლევებში მონაწილეობდა 12 კაციანი ჯგუფი: მათგან 6 ადამიანი ძილის წინ იღებდა B6-ს,ხოლო დანარჩენები ცარიელ კაფსულას. გამოღვიძებისთანავე მოხალისეები ყვებოდნენ  საკუთარ  შთაბეჭდილებას. ისინი, ვინც ძილის წინ ვიტამინს იღებდნენ, სხვებთან შედარებით სიზმრებს გაცილებით მკვეთრად ხედავდნენ. უახლოეს მომავალში მეცნიერები გეგმავენ კვლავ გაიმეორონ ექსპერიმენტი.