ალკოჰოლის ზომიერი მოხმარება გულისათვის  სასარგებლოა

საქართველო, თბილისი - 2015-09-26 16:48:00

ალკოჰოლის ზომიერი მოხმარება სასარგებლოდ მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.

კალგარის (კანადა) უნივერსიტეტის მკვლევარებმა გაანალიზეს 84 ნაშრომი თემაზე  - როგორ მოქმედებს  ალკოჰოლი გულის მუშაობაზე და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ადამიანები რომლებიც ზომიერად სვამენ (ერთი დოზა ალკოჰოლი დღეში) 14-25%-ით ნაკლებ განიცდიან გულის უკმარსობას, ვიდრე ისინი ვინც საერთოდ არ იღებს ალკოჰოლს..

კანადელი მეცნიერების სხვა გუნდმა 63 სამეცნიერო ნაშრომის ანალიზის საფუძველზე განაცხადა, რომ ალკოჰოლის ზომიერი მოხმარება (დღეში ერთი დოზა ქალებისთვის და 2 მამაკაცებისთვის) საგრძნობლად ზრდის სისხლში სასარგებლო ჰოლესტერინის დონეს და იცავს გულის უკმარისობის განვითარებისგან.