ბათუმში იტალიელი ქირურგი თირკმლის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების დიაგნოსტიკაში უფასო კონსულტაციებს გამართავს

საქართველო, თბილისი - 2015-09-25 17:24:00

ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში 28-29 სექტემბერს და 2 ოქტომბერს  იტალიელი ექსპერტი, ქირურგ-ტრანსპლანტოლოგი ალფონსო რეკორდარე პაციენტებს თირკმლის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების  დაავადებათა დიაგნოსტიკაში უფასო კონსულტაციებს ჩაუტარებს.

ჰეპატო-ბილიარული სისტემის დაავადებების მაჩვენებელი საქართველოში საკმაოდ მაღალია და მათი დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა გამოჯანმრთელების შანსს მნიშვნელოვნად ზრდის.

ქირურგ-ტრანსპლანტოლოგთან მიღება 10:00 სთ–დან და 14:00 სთ–მდე გაგრძელდება.  პაციენტებს კონსულტაციებს იტალიელ ექპერტთან ერთად ადგილობრივი ექიმი სოფო ბერიძეც გაუწევს.

სამედიცინო კონსულტაციების ჩასატარებლად წარმოებს წინასწარი ჩაწერა: +995 32 2 55 05 05 მის: ბაგრატიონის . 125, ბათუმი.