"POWERCHINA"-ს საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კონკრეტული გეგმა აქვს

საქართველო, თბილისი - 2015-09-12 11:34:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საინვესტიციო კომპანია ,,POWERCHINA"- ს ვიცე-პრეზიდენტს, დიუ ჩუნგუას შეხვდა. უმსხვილესი კომპანია, რომელიც მსოფლიოს მაშტაბით სხვადასხვა სფეროში ინვესტიციებს ახორციელებს და ოპერირებას ახდენს, საქართველოში არსებულ პოზიტიურ ბიზნესგარემოს კარგად იცნობს. სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით, "POWERCHINA"-ს საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კონკრეტული გეგმა აქვს. კომპანია ანაკლიის პორტითაა დაინტერესებული.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ უცხოური კომპანიების საქმიანობისთვის ქვეყანაში თავისუფალი, გამჭირვალე და კონკურენტუნარიანი გარემოა შექმნილი.