ნატო-ს გენერალურმა მდივანმა თამთა ლიპატელიანის ოჯახთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა

საქართველო, თბილისი - 2015-08-27 13:36:00

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ნორვეგიის კუნძულ უტოიაზე ნორვეგიელი ტერორისტის ანდრეს ბრეივიკის მოკლული ქართველი გოგონას, თამთა ლიპატელიანის ოჯახთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დროს მიიღო.

ვიზიტის დასასრულს ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოს მთავრობის მეთაურთან ერთად, ლიპარტელიანების ოჯახს შეხვდება და მათ მხარდაჭერას გამოუცხადებს.