გალის რაიონში ყაჩაღობა მოხდა

საქართველო, თბილისი - 2010-05-03 11:39:00

გალის რაიონის სოფელ მზიურში დღეს ყაჩაღობა მოხდა. ამის შესახებ ტელეკომპანია ~იმედი~ იუწყება.

ბოროტმოქმედთა ჯგუფმა ბექია ჯგერენაიას ოჯახი დააყაჩაღა. სახლიდან წაღებულია ძვირფასეულობა.

ბოროტმოქმედებმა მიკროვატობუსიც გაიტაცეს. გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსი გალის ვეტერინარულ სამსახურს ეკუთვნოდა.