იანუკოვიჩს ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ

საქართველო, თბილისი - 2015-08-14 10:05:00

უკრაინის გენერალური პროკურატურა ექსპრეზიდენტ იანუკოვიჩს 26 მილიონი გრივენის ქრთამად აღებაში ადანაშაულებს. უწყების განცხადებით, ყოფილმა პრეზიდენტმა თანხა ერთ-ერთი საგამომცემლო სახლისგან მიიღო, რომელმაც იანუკოვიჩის წიგნი გამოუშვა, სანაცვლოდ კი საგამომცემლო სახლს პროტექციას უწევდა. იანუკოვიჩის წინააღმდეგ უკრაინაში საქმე ერთბაშად რამდენიმე მუხლით არის აღძრული.