ქუთაისში ქალაქობის დღეს აღნიშნავენ

საქართველო, თბილისი - 2010-05-02 10:26:00

დღეს, ქუთაისში ქალაქობის დღესასწაული, "ორმაისობა" აღნიშნება.


დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისში დღეისთვის 3000-მდე სტუმარს ელოდებიან, მათ შორის უცხოური დელეგაციის წარმომადგენლებს, რომელთაც დიპლომატიურ კორპუსი წარმოადგენს.

დაგეგმილია გამოფენები, კონცერტები და თეატრალური სანახაობები.
ასევე, ქუთაისში, 1-ლი საჯარო სკოლის წინ ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლის გახსნაც იგეგმება. როგორც ცნობილია, ექვთიმე თაყაიშვილი ამ სკოლაში სწავლობდა.

"ორმაისობა" ცენტრალურ მოედანზე ნინო ქათამაძის კონცერტით დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ ქალაქობის დღესასწაული ტრადიციულია და მე-19 საუკუნიდან იღებს სათავეს.