ინდოეთში მეწყერმა 30 ადამიანი იმსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 2015-07-01 16:19:00

სტიქიური უბედურება ინდოეთში. დასავლეთ ბენგალიის პროვინციაში ჩამოწოლილმა მეწყერმა სოფლის ნაწილი დაფარა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, სტიქიამ 30-მდე ადამიანი შეიწირა. სამაშველო სამუშაოები სტიქიური უბედურების ზონაში ამ წუთებშიც გრძელდება.