კახეთში 24 აპრილს წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება

საქართველო, თბილისი - 2010-04-23 16:23:00

აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ კი კახეთში 24 აპრილს წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება.

ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" გარემოს დაცვის სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში 25-26 აპრილს გამოიდარებს, თუმცა აპრილის ბოლომდე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი.

ამინდის ცვალებადობას სამხრეთიდან დაბალი წნევის და ჩრდილოეთ კავკასიიდან ცივი მასების ურთიერთქმედება განაპირობეს.

დედაქალაქში 24-25 აპრილს ჰაერის ტემპერატურა 18 გრადუსამდე, ხოლო კახეთში 14-16 გრადუსამდე გათბება.