სირიამ ისლამისტთა პოზიციები დაბომბა

საქართველო, თბილისი - 2015-05-25 14:04:00

სირიის ავიაციამ ისლამური სახელმწიფოს პოზიციებზე ავიადარტყმები მიიტანა. სახელისუფლო ძალებმა პალმირას პროვინცია დაბომბეს. დაზუსტებული ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ისტორიული ქალაქი პალმირა ჯიჰადისტებმა 20 მაისს აიღეს და ქალაქის 200-ზე მეტი მცხოვრები სიკვდილით დასაჯეს.