"სი-ენ-ენის" ინფორმაციით, კამერონ დუგლასმა თხოვნით მიმართა ფედერალურ მოსამართლეს, რათა მისთვის "მეორე შანსი" მიეცათ და სასამართლოს დარბაზიდანვე გაეთავისუფლებინათ, თუმცა მოსამართლემ მისი თხოვნა არ გაითვალისწინა.
სასამართლო პროცესს მაიკლ დუგლასიც ესწრებოდა. კამერონ დუგლასის განცხადებით, მამამისმა მისი დაპატიმრება ძალიან განიცადა და იტირა კიდეც.
კამერონ დუგლასი 2009 წლის ივლისში, მანჰეტენზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში დააპატიმრეს.