სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროსს პარლამენტში ელოდებიან

საქართველო, თბილისი - 2015-04-28 11:11:00

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროსს თემურ ბარკალაია პარლამენტში ელოდებიან.

თემურ ბარკალაია ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე კანონმდებლებს  სასწრაფო გადაუდებელი დახმარებისა და სამედიცინო ტრანსპორტირების პროგრამის მიმდინარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციის მიაწვდის.

კომიტეტის სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.