იტალიის ნაპირებთან ემიგრანტების კიდევ ერთი გემი ჩაიძირა. დაღუპულია 41 ადამიანი

საქართველო, თბილისი - 2015-04-17 10:16:00

იტალიის ნაპირებთან ემიგრანტების კიდევ ერთი გემი ჩაიძირა. დაღუპულია 41 ადამიანი.

ისინი სენეგალის მოქალაქეები არიან, რომლებიც ხმელთაშუა ზღვით ლიბიიდან იტალიაში გადასვლას ცდილობდნენ. გემზე მყოფი მხოლოდ 4 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.

14 აპრილს იტალიის ნაპირებთან ჩაძირულ გემზე 400-მდე არალეგალი აფრიკელი ემიგრანტი დაიღუპა. მთელი წლის განმავლობაში კი ევროპაში ხმელთაშუა ზღვით 207 ათასი ემიგრანტი შევიდა.