ოსმა სეპარატისტებმა კონფლიქტის ზონაში კიდევ 5 ქართველი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 2009-10-28 14:37:00

ოსმა სეპარატისტებმა კონფლიქტის ზონაში კიდევ 5 ქართველი დააკავეს. რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ამჯერად ქარელის რაიონში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მათ ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა ედებათ.

ქართველები უკვე ცხინვალში ჰყავთ გადაყვანილი. დაკავების დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.