ბორის ნემცოვი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 2015-02-28 09:00:00

მოსკოვში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს. ბორის ნემცოვს ზამოსკვორეცკის ხიდზე მანქანიდან 4-ჯერ ესროლეს. ცეცხლნასროლი ჭრილობებით პოლიტიკოსი ადგილზე გარდაიცვალა. თავდამსხმელები მანქანით შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ნემცოვის პოლიტიკური კარიერა 1991 წელს ნიჟნეგოროდის ოლქის გუბერნატორობით დაიწყო, შემდეგ ის რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი იყო, 1997 წელს ვიცე-პრემიერი გახდა და უშიშროების საბჭოს შემადგენლობაშიც შედიოდა. გადადგომის შემდე, 1999-2003 წლებში ნემცოვი სახელმწიფო დუმის დეპუტატი იყო, 2013 წელს კი იაროსლავის ადგილობრივი დუმის დეპუტატად აირჩიეს. ნემცოვი ოპოზიციაურ გაერთიანება "პარნასს" ხელმძღვანელობდა.