დაღესტანში ამბოხებულთა დაჯგუფება გაანადგურეს

საქართველო, თბილისი - 2015-02-26 19:56:00

მასშტაბური სპეცოპერაცია დაღესტანში. სპეცრაზმელებმა კიზილიურტის რაიონში ამბოხებულთა დაჯგუფება ალყაში მოიქციეს. ამბოხებულებმა სამართალდამცავებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შედეგადაც ადგილზე იქნენ ლიკვიდირებულნი. სპეცოპერაციას 9 მებრძოლი ემსხვერპლა. მათი ვინაობა დგინდება.