კოალიციის ავიაციამ ჯიჰადისტები დაბომბა

საქართველო, თბილისი - 2015-02-26 12:35:00

საერთაშორისო კოალიცია ერაყში ისლამისტთა პოზიციებზე იერიშებს განაგრძობს. საჰაერო დარტყმები ქალაქ ელ-კაიმთან მდებარე ჯიჰადისტთა ბაზაზე განხორციელდა. ავიადარტყმებს ისლამური სახელმწიფოს 17 მებრძოლი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. კოალიციის ინტენსიური იერიშების მიუხედავად, ქალაქს ამ დრომდე ისლამისტები აკონტროლებენ.