ალ-ქაიდა ტერაქტებს რუსეთსა და ევროპაში გეგმავდა

საქართველო, თბილისი - 2015-02-26 09:43:00

ალ-ქაიდა ტერაქტების მოწყობას რუსეთშიც გეგმავდა. ამის შესახებ სააგენტო როიტერი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, 2011 წელს ბინ-ლადენის ლიკვიდაციის ოპერაციისას მისი თავშესაფრიდან საიდუმლო დოკუმენტები ამოიღეს, სადაც ევროპასა და რუსეთში დაგეგმილი ტერაქტების შესახებაა საუბარი. მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი პაკისტანის ქალაქ აბოტაბადში 2011 წლის მაისში მოკლეს.