მადონას მარცხი მოუვიდა

საქართველო, თბილისი - 2015-02-26 09:00:00

"ბრიტიშ ავარდსის" დაჯოლდევების ცერემონიალს ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია. ამერიკელი პოპ-ვარსკვლავი მადონა სცენაზე ასვლისას დაეცა. პოპ-დივას გრძელი სასცენო მანტია ეცვა, რომლის ეფექტურად გახდაშიც მას მოცეკვავე უნდა დახმარებოდა, რაც შოუს მონაწილემ ვერ მოახერხა. შედეგად, მადონამ წაიბორძიკა და კიბეზე დაეცა, თუმცა რამდენიმე წამის შემდეგ სიმღერა განაგრძო.