მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა

საქართველო, თბილისი - 2015-02-11 15:23:00

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.
პოროშენკო განცხადებას სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით დღეს გააკეთებს.
უკრაინის პრეზიდენტის ბრიფინგს მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება.