ფილიპ კირკოროვის კომპანია საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევაში დაადანაშაულეს

საქართველო, თბილისი - 2015-01-29 11:13:00

რუსული ესტრადის "მეფის", მომღერალ ფილიპ კირკოროვის კომპანია, უძრავი ქონების-ყიდვა გაყიდვისას, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევაში დაადანაშაულეს.
როგორც ბულგარული მედია იტყობინება, ვარნაში უკვე დაიწყო საქმის წარმოება კომპანია "ფილიპ კირკოროვი ინვესტმენტის" წინააღმდეგ.
საქმეში ფიგურირებს აპარტამენტები "წმ კონსტანტინე და ელენას" კურორტზე, რომლის ღირებულებამ თითქმის მიაღწია საგადასახადოს შეფასებას.
ირკვევა, რომ 4 აპარტამენტის შესაძენად ფილიპ კირკოროვის კომპანიამ კრედიტი კერძო პირისაგან აიღო და დააბრუნა დღგ. შემდგომ მომღერალმა 4 აპარტამენტიდან 2 გაასხვისა, აღნიშნა დანაშაულების მსხვერპლთა და კორუფციასთან ბრძოლის ფონდის წარმომადგენელმა სტილიან ივანოვმა.