ხვალ, 13 იანვარს, საკანონმდებლო ინიციატივას, პარლამენტის ადამინის უფლებების დაცვის კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრის პირველი მოანდილე სანდრო ბარამიძე წარადგენს.
კანონპროექტის თანახმად, მცირდება სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივრის განხილვისათვის; ასევე მცირდება სახელმწიფო ბაჟის ოდენობა იმ საკითხებზე, რომელშიც საარბიტრაჟო განხილვა საჭიროებს სასამართლოს ჩართულობას.
წარმოდგენილი ცვლილებებით, თუ საარბიტრაჟო შეთანხმების ორივე მხარე ფიზიკური პირია, მათ აღარ მოეთხოვებათ შეთანხმების სანოტარო წესით დამოწმება ან ადვოკატთა ხელმოწერა; არბიტრაჟის კომპეტენციის საკითხის გადაწყვეტას რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ნაცვლად განახორციელებს სააპელაციო სასამართლო.