დაცვის მხარე ბრალდების არგუმენტებს არ ეთნხმება და საქმის პოლიტიკურ მოტივაციაზე მიუთითებს. სხდომა საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, გამოძიება გიგი უგულავას შპს "თბილ სერვის ჯგუფთან" და ტელეკომპანია "იმედთან" დაკავშირებულ საკითხებს ედავება.
გიგი უგულავა სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 182-ე მუხლებით არის ბრალდებული, რაც სხვის ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას გულისხმობს.